დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - "ყაზტრანსგაზ თბილისმა" ნაძალადევის რაიონში 27 შემთხვევაში ვალდებულება არ შეასრულა
ავტორი:
2014/სექტემბერი/05 19:30:02
კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისმა" ნაძალადევის რაიონში 27 შემთხვევაში ვალდებულება არ შეასრულა. ამის შესახებ თბილისის მერიაში დღეს კომპანია "ყაზტრანსგაზის" ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ ჟურნალისტებს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა.
მისივე თქმით, 27 შემთხვევაში გამგეობას კომპანიის მიერ ჩასატარებელ სამუშაოებზე საგარანტიო წერილი აქვს გაკეთებული. კომპანიას ჰქონდა ვალდებულება ამ საგარანტიო წერილებით გამგეობის მიერ დაფინანსებული სამუშაოები შეესრულებინა.
"27 შემთხვევიდან ნაწილი გაზიფიცირების ქსელის გაკეთების აუცილებლობაზე მოსახლეობის კოლექტიური განცხადებაა, ნაწილი  ინდივიდუალურად გაზის მილებთან მიერთებაზეა განაცხადი. გარდა ამისა, რაიონში ცხრა კომპაქტურ ჩასახლებაში 1079 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოდის ზამთარი და ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს", _ აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ნაძალადევის რაიონში ასევე პრობლემად რჩება ამორტიზებული გაზიფიცირების ქსელები და უნდა შედგეს მათი სარეაბილიტაციო გრაფიკი. ნაძალადევის რაიონის გამგებელის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო დაპირება, რომ არსებული პრობლემები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოგვარდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია