დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უელსის სამიტზე სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალების შექმნა გადაწყდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/05 15:30:02
ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყანა სწრაფი რეაგირების გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ახალი შეიარაღებული ფორმირება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შეიქმნება და ამ შვიდი ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან იქნება დაკომპლექტებული.
გაერთიანებული სამხედრო ძალების მიზანი ნატო-ს ნებისმიერი წევრი-ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მუქარაზე, ასევე სტიქიურ უბედურებებსა და ჰუმანიტარულ კრიზისებზე სწრაფი რეაგირება იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია