დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 15:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ნატო-ს უელსის სამიტი გაფართოების სამიტი არ არის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
"როგორც მოსალოდენლი იყო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამიტი. ეს არ არის ნატო-ს გაფართოების სამიტი და ნატო-ს ახალი წევრები არ უერთდებიან, მაგრამ საქართველო გაერთიანებულია, როგორც პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილებები, რომელიც ამ სამიტზე მიიღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო-ს სამხედრო მომზადების ცენტრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება, ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს მხრიდან საქართველოში იქნება მუდმივი წარმომადგენლობა, ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას არამხოლოდ პატრნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, არამედ უშუალოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები გაივლიან წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატო-ს სამიტი აღნიშნავს საქართველოს მიერ მიწეულ შედეგებს, როგორც სამხედრო რეფორმის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური განვითარებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლების თვალსაზრსით", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.
უელსში ნატო-ს სამიტს საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია