დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უკრაინაში სამედიცინო დახმარება მომავალ კვირაში გაიგზავნება
ავტორი:
2014/სექტემბერი/04 12:00:02
საქართველოდან უკრაინაში სამედიცინო დახმარება მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიგზავნება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო დახმარება მოძიებული და განთავსებულია. მისივე თქმით, მოძიებულია შესაბამისი თანხაც. საკითხი მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გავა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკება უკვე დასრულდა სატრანსპორტო კომპანიებთან და პირველი რეისი მომავალი კვირის ოთხშაბათს შესრულდება.
დავით სერგეენკოს განცხადებით, იმის გამო, რომ ტვირთის მოცულობა დიდია, სამგაზვრო ლაინერით მისი გადატანა ვერ ხერხდება, ამიტომ სამედიცინო დახმარება საქართველოდან სატრანსპორტო თვითმფრინავით უკრაინაში გაიგზავნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია