დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - ასჯერ რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, დაუფიქრებლად მივცემდი ხმას
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 20:00:02
ასჯერ რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, ისე მივცემდი ხმას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის შეკითხვის პასუხად გააკეთა.
ბესელიამ დღეს პარლამენტს კომიტეტის მიერ გაწეული ანგარიში წარუდგინა. კითხვა-პასუხისას თარგამაძემ მიმართა კითხვით, გახშირებული მკვლელობების ფონზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამნისტიის აქტის მომზადების გამო.
"მიუხედავად იმისა, რომ ამნისტია ზოგადად ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ სამყაროსთან კონტრაქტის ნაწილი იყო, რის შედეგადაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ადამიანი, ვისი ინიციატივითაც ეს ყველაფერი მოხდა, გრძნობთ თუ არა თითოეულ დღეს მოკლულ ახალგაზრდის სიკვდილზე პასუხისმგებლობას?! გაწუხებთ თუ არა ეს სიტუაცია?! თუ მხოლოდ მაშინ წუხდებით, როცა სხვადასხვა საჩოთირო სიტუაციასთან კავშირში თქვენი ვაჟი სახელდება, რომელიც ამ დროს ყოველთვის მოძღვართან არის. გრძნობთ თუ არა პირად პასუხიმგებლობას ამ ყველაფერზე?!" – მიმართა თარგამაძემ ეკა ბესელიას.
ბესელიამ ოპოზიციონერი კოლეგის ბრალდებას ბრალდებებითვე უპასუხა, "ნაციონალურ მოძრაობას" მათი მმართველობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულბებში არსებული სიტუაცია და გარდაცვლილი პატიმრები გაახსენა და განაცხადა, რომ ამნისტიის აქტით ამაყია.
ბესელიას თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ პროცენტულად მეტია იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო 10-თვეში "რეკორდული სისწრაფით" განხორციელებული შეწყალებების აქტით გათავისუფლდნენ. დეპუტატმა ამ კონტექსტში ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამნისტიისგან განსხვავებით, პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალება ინდივიდუალურად მოხდა.
"ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პარლამენტმა ეს ამნისტია მიიღო. ასჯერ რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, ერთხელ არ დავფიქრდებოდი, ისე მივცემთ ხმას ამ აქტს, რომლითაც ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ვინც იმ წლებში თქვენ გადაგირჩათ. ვერ გადაგირჩინეთ 660 ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში გარდაიცვალა და მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ბატონო გივი იმ ადამინებზე, ვინც ციხეში გარდაიცვალა?! მათ შორის ათეულობით ნაწამებ ადამიანზე, რომელმაც ვერ გაუძლო იმ მეთოდებს, რითაც პატიმრებს ციხეებში ეპყრობოდნენ. შემიძლია გავიხსენო თეთრაძის საქმე, ქობალიას საქმე, რომელიც სასტიკად იყო ნაწამები. პარლამენტში საჩივარი საჩივარზე შემოდიოდა, იმ პერიოდში შველას ითხოვდა მისი ადვოკატი და არც ერთ ადამიანს არ გასჩენია სურვილი, დაინტერესებულიყო, რა ხდებოდა. სასტიკად იყო ნაწამები ყოლბაია და შემიძლია ეს საკმაოდ დიდი სია გავაგრძელო... არც ერთი ამ ფაქტის გამოძიება არ მომხდარა და მაინტერესებს ამაზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომელიმე თქვენგანი?!@ან იმ ამნისტიის შესახებ, რომელიც წინა პარლამენტში იყო მიღებული და რომელზეც ზარ-ზეიმით გვეუბნებოდნენ, რომ იყო ჰუმანური აქტი. ამ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პირთაგან რომ დანაშაული იყო ჩადენილი, რაც ასევე ბუნებრივი და გარდაუვალია, რომელიმე თქვენგანი თუ იღებს პასუხისმგებლობას?! ან პასუხიმგებლობას იღებს თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პერსონალური აქტით იმ ადამიანებს რომ იწყალებდა, ვინც გასამართლებული იყვნენ უმძიმესი დანაშაულებისთვის, მათ შორის პედოფილიისთვის, ნარკოტოკების გასაღებისა და მკვლელობისთვის", - განაცხადა ბესელიამ თარგამაძის პასუხად.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, 2012 წლის ბოლოს გამოცხადებული ამნისტიით ადამიანები ფიზიკურად გადარჩნენ და ამის გაკეთება აუცილებელი იყო.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია