დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას მთავრობის მუშაობას უკავშირებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 13:30:02
კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მუშაობს, - ასე აფასებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას.
კალაძე დარწმუნებულია, რომ კონკურენციის თვალსაზრისით მომავალი წლები კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
"ეს მისასალმებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, მთავრობა მუშაობს და მიდის სწორი მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დარწმუნებული ვარ, მომავალი წლები უფრო უკეთესი იქნება, როგორც კონკურენციის თვალსაზრისით, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.
კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ 72-ე ადგილიდან წელს 69-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია