დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების პრემიების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 11:30:02
მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მაღალი პრემიების მიღების შესახებ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია უახლოეს დღეებში ინფორმაციას წარმოადგენს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერი მერიის მიერ ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხის აღების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილები ობიექტურად აუცილებელი იყო.
კერძოდ, ნარმანიას თქმით, ბიუჯეტში ასახული არ იყო ახალგაზრდული ოლიმპიადისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისათვის თანხები, რომელთა მშენებლობის ვალდებულება დედაქალაქს აღებული აქვს.
დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა, სესხის აღება დედაქალაქის მერიას არ დასჭირდეს ტენდერების ეკონომიის ხარჯზე. ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტში ჯადაცვისა და სოციალური პროგრამებისათვის თანხები პრაქტიკულად გახარჯულია. თბილისის მერმა მოუწოდა მთავრობის წევრებს, წლის ბოლომდე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში "ქამრები შემოიჭირონ".
ნარმანიამ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მაღალი პრემიების აღების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღეს საკრებულოს დეპუტატები არიან, არ აქვთ მორალური უფლება, ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთონ. ნარმანიას თქმით, მათ ყოველთვიურად აღებული აქვთ არარეალური პრემიები, ზოგჯერ თვეში 10 000 ლარი. ნარმანიას თქმით, 3 000-4 000 ლარის პრემია თვეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
"ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ ჩვენ გვაკრიტიკონ, თითქოს არ გვაქვს ბიუჯეტის შესრულების თავი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება შვიდი საკითხი. საკითხი, მათ შორის არის თბილისის მუნიციპალიტეტის, მერიის სისტემის, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ინვენტარიზაციის კომისიის შექმნა. დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ამ კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა იცოდნენ, თუ რა აქტივებს და ვალდებულებებს ფლობენ მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციები. მან მაგალითად მოიყვანა სააქციო საზოგადოება "დინამო" და აღნიშნა, რომ მერიას ამ სააქციო საზოგადოების მიმართ უზარმაზარი ვალდებულებები აქვს.
ასევე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორების მოადგილეების ცვლილების საკითხი. ნაძალადევის გამგებლის მიერ ასევე შეთავაზებული იქნება ინიციატივა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი შეიცვალოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია