დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - პარლამენტის კომიტეტების სამართლებრივი რეჟიმი უცვლელია
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 18:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, განმარტებით, პარლამენტის კომიტეტების სამართლებრივი რეჟიმი უცვლელია და არანაირი სამართლებრივი აქტი თბილისში მის ამოქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
კიდევ ერთი განმარტება უსუფაშვილმა ამ თემაზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის წერილობითი მიმართვის საფუძველზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გაბაშვილის წერილი და მის მოთხოვნებზე გაცემული პასუხები გააცნო.
კერძოდ, უსუფაშვილის თქმით, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი იმ სამართლებრივი აქტების ასლების მიწოდებას ითხოვს, რომლის საფუძველეც პარლამენტის საკომიტეტო სხდომების თბილისში ჩატარება გადაწყდა. პასუხად უსუფაშვილი გაბაშვილს წერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი სამართლებრივად განსაზღვრულია კონსტიტუციით და რაიმე სხვა სამართლებრივი აქტი მისთვის ცნობილი არ არის.
"შესაბამისად, პარლამენტის ადგილსამყოფელად რჩება ქალაქი ქუთაისი. პარლამენტი რჩება ქუთაისში მდებარე შენობაში, ხოლო პარლამენტის ბალანსზე არსებული ან მის მიერ დაქირავებული შენობა-ნაგებობები, ოფისები გამოიყენება, როგორც დამხმარე მატერიალური საშუალება. გაბაშვილი მთხოვს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმის ასლებს, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელზე იყო მსჯელობა. მე ბატონ გაბაშვილს შევახსენე, რომ დიახ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ საკითხზე იყო მსჯელობა მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე საკონსტიტუციო ინიციატივა დაარეგისტრირა. ბიურომ მიიღო სათანადო გადაწყვეტილებები - შექმნა სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც იმუშავა და მისთვის ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. მე მას შევახსენე, რომ პარლამენტის კომიტეტების სამართლებრივი რეჟიმი არის უცვლელი. როგორც დღემდე ხდებოდა კომიტეტების სხდომის თარიღს, დღის წესრიგს და ადგილს განსაზღვრავენ თავად კომიტეტები. ასე ხდებოდა ორი წლის განმავლობაში, როცა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ქუთაისში, იმართებოდა თბილისში – სანაპიროზე, სასტუმროს შენობაში და ასე შემდეგ. ეს ასე ხდებოდა ძველ დროში - მათ შორის, როცა სხდომა იმართებოდა სახურავის შენობებზეც - ჯერ ჩვენ იქ არ ავსულვართ და არც ვაპირებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ გაბაშვილის მიმართვის პასუხად განმარტა, რომ დაწესებულების ერთი შენობიდან მეორეში ინვენტარის გადაადგილებაზე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ არის. რაც შეეხება ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით უსუფაშვილი გაბაშვილს სთავაზობს, პარლამენტის აპარატის შესაბამის სამსახურს მიმართოს.
გაბაშვილი იმ სამართლებრივი აქტითაც დაინტერესდა, რომლის საფუძველზეც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სამუშაო ადგილად ქუთაისის ნაცვლად თბილისი განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ "აპარატის თანამშრომლები იმუშავებენ იქ, სადაც საპარლამენტო საქმიანობის უზრუნველყოფას დასჭირდება – ქუთაისში, თბილისში, მუნიციპალურ ცენტრებში, მაჟორიტარულ ოლქებში".

"ბატონი გოკა გაბაშვილი მიუთითებს, რომ "ერთაინი ნაციონალური მოძრაობა" მტკიცედ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ნორმის ცვლილებას და პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას. წერს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააუარესებს იმერეთის რეგიონის და ქუთაისის ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საინვესტიციო პოტენციალს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ქუთაისიდან გატანის, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების შემცირების ფონზე. ქუთაისი დაკნინდება, როგორც ქალაქი. ამის თაობაზე მე მას ვეუბნები, რომ ქუთაისის ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე მზად ვარ შევხვდე და ვესაუბრო, თუ როგორ განვავითაროთ რეგიონები", - განაცხადა უსუფაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია