დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიუროს სხდომას არ ესწრებიან
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 15:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, პროტესტი ეს ფორმა საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარებას უკავშირდება.
დღეს, ბიუროს სხდომის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსაზღვრავდნენ და უახლოეს პერიოდში აცნობებდნენ საზოგადოებას, როგორი იქნებოდა უმცირესობის ტაქტიკა საკომიტეტო მუშაობის პირობებში.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" მიაჩანია, რომ თბილისში კომიტეტების სხდომების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომელიც არის პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნა. ბიუროს წევრები თბილისში, განახლებულ ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბებნენ.
გუშინ კი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებული შენობა პირადად დაათვალიერებინა.
თბილისში საკომიტეტო მუშაობა წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისის იქნება.
კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია