დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის პარლამენტის სასესიო დარბაზში დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ვეღარ გაჭედავენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 09:00:02
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში ხმის მიცემის ღილაკის გაჭედვის პრობლემა დაძლეულია. საქმე ეხება შემთხვევებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავად პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გახდა ცნობილი. კერძოდ, ქუთაისში ხმის მიცემის ღილაკის ასანთის ღერით გაჭედვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა - როცა პარლამენტის წევრი ადგილზე არ იმყოფებოდა და ამ მეთოდით, ხმის სისტემის ჩართვისას ავტომატურად ხდებოდა ხმის მიცემა.
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზის აღდგენისას, აპარატურის მიმწოდებელ კომპანიას აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაევალა. როგორც გუშინ, რეკონსტრუირებული დარბაზების პრეზენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, დეპუტატთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ე.წ. თაჩ სქრინით – ეკრანზე ხელის დაჭერით მოხდება. შესაბამისად, მისი თქმით, "გაჭედვა, ჩაჭედვა და დარბაზში არ ვარ და სისტემა მაინც აძლევს ხმას, შეუძლებელი იქნება".
გარდა ამისა, სასესიო დარბაზში დამონტაჟებული რეგისტრაციისა და ხმის მიცემის ეკრანი იძლევა იმის საშუალებას, რომ დეპუტატები განსახილველად წარდგენილ პროექტებს ელექტრონული ფორმით გაეცნონ.
"პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ იმსახურებდა იმას, რაც მას დაემართა. ეს არის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. დამოუკიდებელმა საქართველომ აიდგა ფეხი და სადაც ამდენი წელი მიმდინარეობდა მუშაობა. ჩვენ უნდა გავუფრხილდეთ ყველაფერს - ადამიანებს ისტორიაში, შენობებს, მოვლებს. ეს ადგილი, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, ჩვენი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს გახდის პლენარული სხდომების თბილისში გამართვასაც, ქუთაისთან ერთად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა აღდგენილი დარბაზის ჟურნალისტებთან ერთად დათვალიერებისას.
უსუფაშვილის აზრით, თავის დროზე პარლამენტის დარბაზები დაიშალა იმ მიზნით, რომ "ვინმე სადმე არ შეკრებილიყო". "მინდა დაგიდასტუროთ სრული პასუხისმგებლობით, როგორც მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერმა - არსად შესვლა და სადმე რაიმეს დაკავება დაგეგმილი არ გვქონდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ იმას, რაც ორი წლის წინ, თბილისის პარლამენტის შენობის დარბაზების დემონტაჟთან დაკავშირებით მოხდა, "ნათელი მოეფინება".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია