დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის აქტუალურ საკითხებზე იყო მსჯელობა
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 20:30:02
საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის აქტუალურ საკითხებზე იყო მსჯელობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს საერთაშორისო ლიდერთა ფორუმში "დემოკრატიული რეფორმების მომავალი - თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" მონაწილეობის შემდეგ განუცხადა.
"დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ვინც იღებს მონაწილეობას, ის ხალხი ესტუმრა საქართველოს. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებისთვის, რეგიონის, უკრაინის უსაფრთხოებისთვის აქტუალურ თემებზე, ჩვენს ინტეგრაციაზე ნატოში. ასე რომ, ჩემი აზრით ეს ინტელექტუალური დებატები ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად და განსაკუთრებულად მთავრობის წარმომადგენლობისთვის, იმისათვის, რომ კარგად შევიგრძნოთ რას ვაკეთებთ სწორად, რა შეცდომებს ვუშვებთ და ეს შეცდომები რომ იყოს გამოსწორებული", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია