დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატო-ს სამიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 13:00:02
4-5 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, სამიტზე ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრა დელეგაციის ხელმძღვანელების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. გაიმართება ასევე შეხვედრა 28+4 ფორმატში ნატო-ს წევრი და 4 ასპირანტი ქვეყნის (საქართველო, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა) საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავის მხრივ, მონაწილეობას მიიღებს 28+5 - ალიანსის წევრი სახელმწიფოების "გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორების" ჯგუფთან შეხვედრაში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე დაესწრება 28+24 ფორმატში მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეხვედრაში.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არის ნატო-ს არაწევრი ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას იღებს მოკავშირეების მიერ არაწევრ ქვეყნებთან გასამართ ყველა შეხვედრაში. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, უელსის სამიტის წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში საბოლოოდ დაამტკიცებენ "სპეციალურ ღონისძიებათა პაკეტს". ასევე იმსჯელებენ საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.
ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის გარდა სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმობა უკრაინაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს არაერთი ორმხრივი შეხვედრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია