დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - მალე ბევრი ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გვაძლევს
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 11:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დღეს იწყება ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის დროებით ამოქმედება , რადგან ის ჯერ რატიფიცირებული არ არის ყველა პარლამენტში და ევროპარლამენტში.
როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არის ისტორიული დღე, რადგანაც იწყება ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედება. რაც შეეხება რატიფიცირების პროცესს, ფანჯიკიძე ვარაუდობს, რომ ეს პროცესი სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
"მაგრამ დროებითი ამოქმედება საქართველოს ეკონომიკას აძლევს საშუალებას უკვე დაიწყოს იმ პრივილეგიების გამოყენება, რომელიც მას ეძლევა ასოცირების ხელშეკრულებით. დარწმუნებული ვარ, ქართველი ბიზნესმენები, ქართული ბიზნესი ამ შესაძლებლობას ძალიან მალე გამოიყენებს. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, გარკვეული რეფორმების შესრულებაა საჭირო. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა არის დაწყებული და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ბევრი ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომლებსაც გვაძლევს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება რატიფიცირების პროცესი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ახლა ევროპაში დამთავრდა არდადეგები და შესაბამისად, ალბათ, უახლოესი კვირის განმავლობაში შეუდგებიან ისინი მუშაობას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა.
კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს.
ასოცირების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან, ოთხს აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია