დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევებს აფასებს
ავტორი:
2014/აგვისტო/31 10:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევებში მისი და თბილისის მერის დავით ნარმანიას რეიტინგის ზრდას არჩევითი ფიგურების მიმართ საზოგადოების ინტერესით ხსნის.
როგორც მარგველაშვილმა "მოამბეს" განუცხადა, იგი NDI-ის კვლევას სიღმისეულად არ გაცნობია და მედიის საშუალებით ადევნებდა თვალყურს.
"ვნახე, რომ კვლევის მონაცემებით, დავით ნარმანიას და ჩემი რეტინგი გაზრდილია. ალბათ, ქართული საზოგადოების დაინტერსება არჩევითი ფიგურების მიმართ, მათ მიმართ, ვისაც პირდაპირ ირჩევს და პირდაპირ პასუხისმგებელია ამომრჩევლის მიმართ, სწორედ ეს აერთიანებს ჩემსა და ნარმანიას ფიგურებს. შესაძლოა, ეს ინტერესი ამით იყოს განპირობებული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კვლევები უნდა ტარდებოდეს.
"მეტი კვლევები არის საინტერესო, ამ კვლევების მიმოხილვა არის საინტერესო. ასე, რომ ერთი კვლევა, ბუნებრივია, არ არის ჭეშმარიტების გახსნა. ჩემი აზრით, ასეთი კვლევები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი უნდა იყოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
NDI-ის კვლევებში, ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი წინა კვლევებთან შედარებით შემცირებულია, გარდა გიორგი მარგველაშვილის და დავით ნარმანიასი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია