დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას და მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება
ავტორი:
2014/აგვისტო/30 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური მიღებაზე მიწვეულია მეუღლესთან ერთად. საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია