დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/29 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.
გიორგი მარგველაშვილმა და ვასილ ციბენკომ ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ელჩთან უელსის სამიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია