დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ელჩმა სლოვენიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ავტორი:
2014/აგვისტო/29 17:30:02
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაიამ სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი საკითხები.
როგორც სლოვენიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მოწადინებულია კიდევ უფრო გააფართოვოს და გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. ბორუტ პაჰორის განცხადებით, სლოვენია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. შეხვედრის დასასრულს სლოვენიის პრეზიდენტმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია