დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - დავით ბაქრაძე ბიუროს სხდომაზეა დაბარებული, სხვას ამ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით
ავტორი:
2014/აგვისტო/29 14:00:02
დავით ბაქრაძე და ბიუროს ყველა სხვა წევრი, ჩემს მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზეა დაბარებული, სხვას ამ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქტაძის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას.
სავით ბაქრაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. დავით ბაქრაძის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანა, უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. საუბარია დაახლოებით 795 ათას ლარზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ეს ანგარიში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა.
ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ფული კანონიერად არის მიღებული. დავით ბაქრაძის თქმით, 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ, მაკა მეტრეველმა შეიტანა.
ამავე საკითხზე პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მედიაში მოხვედრაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
დავით ბაქრაძე პროკურატურაში 14.00 საათისთვის უნდა მივიდეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია