დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საქართველოში იწვევს
ავტორი:
2014/აგვისტო/29 12:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანკარაში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში გუშინდელი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
"მე მქონდა ხანმოკლე საუბარი ბატონ ერდოღანთან და თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას ვგეგმავ. ასევე, გვსურს იგი მოვიწვიოთ საქართველოში. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტიორი, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ძალიან ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩემი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურება იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა თურქეთში საქართველოს საელჩოს მოწყობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს მოტივაცია აქვთ წარმატებული საქმიანობისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, ანკარაში, თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია