დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოფიციალურ კიევს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს
ავტორი:
2014/აგვისტო/29 09:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს "რუსეთის ღია აგრესიად" აფასებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოფიციალურ კიევს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის დახმარება მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
"ეს უკვე არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ღია აგრესია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის წევრი, ამ აგრესიას კატეგორიულად ვგმობ და მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს, რომ უკრაინას უსწრაფესად აღმოუჩინონ დახმარება. ის არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით, თუნდაც კოლექტიური განცხადებებით - ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი დახმარება. ეს გულისხმობს კონკრეტულ სამხედრო მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით. ამის ბევრი ფორმა არსებობს და აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უსწრაფესად უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ამ პროცესში უშუალოდ საქართველოს როლს, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მთავრობა მზადაა მეგობარ სახელმწიფოს დახმარება საჭიროების შესაბამისად აღმოუჩინოს.
"ჩვენ ძალიან ინტენსიურ კონტაქტში ვართ უკრაინელ კოლეგებთან. პოლიტიკური მხარდაჭერა არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვუცხადებთ თანადგომას იმ საჭიროებების მიხედვით, რაც უკრაინის მთავრობის მხრიდან ჩვენდამი იქნება მოწოდებული. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლაც უკრაინაში იმყოფება და თავის კოლეგასთან განიხილავს იმ საჭიროებებს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ. ამავე მიზნით ყველა ჩემი კოლეგა მის პარტნიორ უწყებასთან ინტენსიურ კონტაქტშია", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია