დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მარიამობა მიულოცა
ავტორი:
2014/აგვისტო/28 12:00:02
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაძალადევის გამგეობიდან აცნობეს, ზაზა გაბუნია სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ყვავილები და ტკბილეული მიართვა და მათთან ერთად ისადილა.
"მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი ჩვენი ყურადღების ქვეშ იქნებიან და რაც მთავარია, დედაქალაქის მერის და მთავრობის ყველა წევრის სურვილია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ჰქონდეთ უკეთესი კვების რაციონი და გარემო პირობები", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ნაძალადევის რაიონში 10 უფასო სასადილო მოქმედებს, რომლითაც 5700-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია