დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს
ავტორი:
2014/აგვისტო/27 12:30:02
NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პოლიტიკურ ძალად კოალიცია "ქართულ ოცნებას" ასახელებს.
შეკითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, "ქართულ ოცნებაზე" პირველი არჩევანი გამოკითხულთა 42 %-მა გააკეთა, მეორე არჩევანი კი 4 %-მა.
მმართველი კოალიციის შემდეგ, რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი – 30 % მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ ძალად "არც ერთ პარტიას" არ მიიჩნევს, შემდეგი პოზიცია კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უჭირავს. მასზე, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიაზე, პირველი არჩევანი, რესპონდენტთა 11 %-მა გააკეთა, მეორე არჩევანი კი 4 %-მა.
შეკითხვაზე არ უპასუხა 4 %-მა, ასევე 4 %-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", გამოკითხულთა 3 %-მა პირველი არჩევანი "ლეიბორისტულ პარტიაზე" გააკეთა, 3 %-მა კი ეს ძალა "მეორე არჩევანად" დაასახელა, კატეგორიაზე "სხვა", რომელიც "პატრიოტთა ალიანსს", ნინო ბურჯანაძის – ერთიან ოპოზიციას და სხვა ძალებს მოიცავს, "პირველ არჩევანად" მოდის გამოკითხულთა 7 %, მეორე არჩევანს კი ამ კატეგორიაზე 9 % აკეთებს. მეორე არჩევანი საერთოდ არ აქვს რესპონდენტთა
41 %-ს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია