დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს ანგელა მერკელი ეწვევა
ავტორი:
2014/აგვისტო/26 18:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის შეფასებით, "გერმანიის კანცლერი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერია , რაც საქართველოში მის ვიზიტს კიდევ უფრო დიდ დატვირთვას სძენს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხიდაშელმა ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.
"გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც სერიოზული რისკების წინაშე დგას ქვეყანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ამის დასტური იყო უელსის სამიტის წინ ის სატელეფონო საუბრები, რომელიც შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული ქვეყნების პირველ პირებს, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის. ამ ურთიერთობების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სამიტამდე, ასევე სამიტის შემდგომ პერიოდშიც, როდესაც საფრთხეების რისკი უფრო იზრდება. ამ მიმართულებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ვიზიტის შესახებ ამდენი ხნით ადრე ხდება ცნობილი. ბუნებრივია, ის ინფორმაცია, რომ 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს ანგელა მერკელი ეწვევა, ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა. ამასთანავე, ასეთი ვიზიტების დროს მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია