დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - მთავარია, რომ უელსიდან წამოღებული პაკეტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის გარანტიების შემქმნელი იყოს
ავტორი:
2014/აგვისტო/26 13:30:02
არ ვარ ბედნიერი იმით რომ MAP-ის თემა ამ წუთის მდგომარეობით უელსის სამიტისთვის დახურულია, თუმცა ეს არის რეალობა , – ამის შესახებ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ახლა უნდა იყოს უელსის სამიტიდან ისეთი პაკეტის წამოღება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გარანტიების შემქმნელი იქნება.
"არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ MAP-ზე უკეთესს მივიღებთ, ეს გავიარეთ, ეს სპექტაკლი ნანახი გვაქვს. MAP-ზე საუბარი რომ არ არის, დიდი ხანია ვიცით, თუმცა ბოლო წუთამდე არ ვნებდებოდით და ვცდილობდით ეს თემა დაბრუნებულიყო დღის წესრიგში. არ არის მისაღები, მაგრამ გასაგებია დღევანდელ შექმნილ ვითარებაში რატომ არ არის MAP-ზე საუბარი. ახლა მთავარი ამოცანა არის, რომ პაკეტი, რომელსაც წამოვიღებთ სამიტიდან, იყოს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გარანტიების შემქმნელი. დღეს სუბარია უკვე სამხედრო თვალსაზრისით უფრო გაძლიერებული პაკეტის მიღებაზე, ვიდრე დღეს აქვს საქართველოს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბარი, სადაც, ხიდაშელის თქმით, თითქმის დეტალურად იყო განხილული მხარდაჭერის გეგმა. ხიდაშელმა საქართველოში თავდაცვითი სისტემების შესაძლო განთავსებაზე ისაუბრა.
"თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა მივესალმები, თუ ეს არის სიმართლე. ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, ბოლო საუბარი, რომელიც შედგა ბაიდენსა და ღარიბაშვილს შორის, არის დასტური, რომ ამერკული მხარეც და ნატო-ს სხვა ქვეყნებიც მზად არიან ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის სამეზობლოში ცხოვრობენ და მათ შორის ვართ ჩვენც, მაქსიმალურად გაუწიონ დახმარება სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ეს რა ფორმას მიიღებს, ამისთვის არის ის მოლაპარაკებები, რომელიც უელსის სამიტზე უნდა წარიმართოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია