დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება
ავტორი:
2014/აგვისტო/26 09:00:02
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, როგორც ახლანდელთან, ისე მის წინამორბედთან, სულ გვქონდა კომუნიკაცია და მხარდაჭერის შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ადგილზე კონსულტაციებით დაადგენდა სამოქმედო გეგმას. გადავწყვიტე, რომ მე თვითონ წავიდე, წამოვა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხვალ დილით მივდივართ და ხვალიდანვე უკვე შეხვედრებს გავმართავთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე განმარტებით, უკრაინაში გამგზავრების მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება. "ვიზიტის მიზანია საჭიროებების შეფასება და სამომავალო გეგმის გაწერა. ვფიქრობ, ორი დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ და უკვე კვირის ბოლოდან ეს გეგმა ამოქმედდება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოსთან ერთად უკრაინაში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი გაემგზავრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია