დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/აგვისტო/25 16:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს , საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა არის არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფა.
"დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ რჩებიან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გრძელდება ადამიანების უფლებების ხელყოფა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.
რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.
ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. "არჩევნების" ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის არსებობის ილუზიის შექმნის გზით", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილი მადლიერებას გამოთქვამს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ გმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. "არჩევნებს" და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია