დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში კრიმინალის დონე არ შეცვლილა
ავტორი:
2014/აგვისტო/25 15:30:02
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში კრიმინალის დონე არ შეცვლილა.
შეკითხვაზე, როგორ შეიცვალა მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით კრიმინალის კუთხით, გამოკითხულთა 55 %-მა აირჩია კატეგორია "არ შეცვლილა". 10 %-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა, 26 %-ის მოსაზრებით კი, პირიქით – გაუარესდა. 8 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ამავე კვლევის მიხედვით, კრიმინალს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 2 % (უშუალოდ თბილისში 3 %) მიიჩნევს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი გამოკითხვა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუს გზით 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია