დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ავტორი:
2014/აგვისტო/25 14:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"სამიტი მოახლოვდა და დღეს ჩვენ ის პოზიციები განვიხილეთ, რაც ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებით გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოვახსენეთ. სამიტზე წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც სამინისტროები ერთობლივ წინადადებებს წარმოადგენენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნატო-ს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება. სამიტზე საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია