დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთში უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზეა საუბარი
ავტორი:
2014/აგვისტო/23 22:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ ელოდება და აცხადებს, რომ პირიქით, საუბარი რუსეთში უფრო მეტი პროდუქციის შეტანაზე მიმდინარეობს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ეს საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის და კონტრუქციული ნაბიჯების შედეგია.
"უკვე ორი წელია ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ, კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან. იცით, რომ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან და შედეგი მივიღეთ ის, რომ დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. იცით, რომ რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბარგო დაწესდება. პირიქით, საუბარი არის კიდევ უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზე რუსეთში. მე ამას მივესალმები, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული, ეროვნული იდეოლოგიისა და პოლიტიკის შედეგი. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც გვესმის რუსეთისგან. ასე, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია