დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი:
2014/აგვისტო/23 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ჯოზეფ ბაიდენმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ისაუბრეს.
"ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა როგორც მის პირად მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების, ასევე აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ორი ლიდერი შეთანხმდა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და უფრო მეტი უცხოური, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ლიდერებმა, ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მჭიდრო ურთიერთობას უკრაინაში და რეგიონის სხვა ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია