დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს
ავტორი:
2014/აგვისტო/22 18:30:02
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართოვებული სხდომა გაიმართა , რომელზეც დედაქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსს მოუსმინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისიამ დღეს დაიწყო შეხვედრები დედაქალაქის მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმონდა, რომელზეც დეპუტატებმა ქალაქში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
,,საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს"",-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი რაოდენობით დახარჯული თანხისა, აღნიშნული სამსახური საკრებულოს დახმარებითა და მხარდაჭერით ყველა პრობლემას გაართმევს თავს.
სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა დეპუტატებს ქალაქის კეთილმოწყობითი ღონისძიებების შემდგომი დაგეგმვის თაობაზე საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო.
ავთანდილ სუდაძემ დაპუტატებს მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურში არსებული ვითარების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
,,ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვაპირებთ ყველა მიმართულებით ყველა პროექტის დახვეწას -ეს იქნება, როგორც საგზაო სფერო, ასევე ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები თუ მიწისქვეშეთა გადასასვლელები, ანუ ვიმუშავებთ ყველა იმ მიმართულებით, რასაც კეთილმოწყობის სამსახური მოიცავს.
ამასთან გვინდა, პირველ რიგში, დედაქალაქში ერთხელდა სამუდამოდ მოგვარდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ხარისხის პრობლემა ქვია და ამისთვის ჩვენი სამსახური ყველაფერს გააკეთებს"", - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია