დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთის პრემიერი - ქართულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეთ
ავტორი:
2014/აგვისტო/21 16:30:02
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა საქართველოს დარიალის ხეობაში, სტიქიისგან გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს. როგორც აბრაჰამიანმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხზე მან და ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
"დეტალურად განვიხილეთ, წუხელ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებული საკითხები და დახმარება აღვუთქვით საქართველოს ხელისუფლებას", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული კავშირი.
"გამოვხატეთ მზადყოფნა კიდევ უფრო გავარღმავოთ არსებული ურთიერთობები. გავიხილეთ საკითხთა ფართო წრე, რომელიც მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეს ეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სომხურ-ქართული სამთავრობო კომისიის მუშაობას", - განაცხადა აბრაჰამიანმა.
მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილთან შეხვედრისას საუბარი ბაგრატაშენ-სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტში ახალი ხიდის მშენებლობასაც შეეხო.
"დეტალურად განვიხილეთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის საკითხი, კერძოდ, ბაგრატაშენ-სადახლოს გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის აშენების საკითხი. კმაყოფილება გამოვთქვით ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის კეთილმოწყობის საქმეში საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ორივე მხრიდან დადებითად ჩაითვალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის საკითხი. მოლაპარაკებები წარიმართა მეგობარი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია