დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ავტორი:
2014/აგვისტო/21 01:00:01
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ.ზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს , ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მეწყერი იმავე ადგილზეა ჩამოწოლილი, სადაც ამა წლის მაისში ჩამოწვა.
დარიალის ხეობაში ვითარების გასაცნობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაემგზავრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია