დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ ცაბუტაშვილი უნგრული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/19 19:30:02
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი კომპანია "Budapest waterworks"-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან" აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, "Budapest waterworks" წყლის ტექნოლოგიების სფეროში წლებია წარმატებით მოღვაწეობს. წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიას, სადაც დასაქმებულია 1500 თანამშრომელი. აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ბუდაპეშტის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე უნგრული კომპანიის წარმომადგენლებმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია