დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" არქიტექტურის სამსახურის უფროსის დანიშვნას ეწინააღმდეგება
ავტორი:
2014/აგვისტო/19 18:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ნინო ღოღობერიძის დანიშვნას ეწინააღმდეგება.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა, სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კანონის დარღვევით ინიშნება.
"არ შეიძლება არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ამ წესით დანიშვნა. ეს არ არის კანონის მოთხოვნა, აუცილებელია, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთვის გამოცხადდეს კონკურსი, დანიშვნას საკრებულო ახორციელებს, მაგრამ შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის წესით. ძალიან ბევრი არქიტექტორია თბილისში, რომელიც მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში. თავიანთ ხედვებს წარმოადგენდა და კონკურსის წესით კანონის შესაბამისად იქნებოდნენ შერჩეული", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზია არ აქვს პიროვნებასთან.
"პიროვნებას არ ვეხებით, ამ ახალგაზრდა არქიტექტორს ბევრ კარგ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული, შეიძლება ცუდი კანდიდატურა არ არის, მაგრამ კანონის შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, - აცხადებს უგრეხელიძე.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განმარტა, რომ ნინო ღოღობერიძის დანიშვნა მოხდება მოვალეობის შემსრულებლად პირდაპირი წესით.
"კანონი არ ირღვევა. ამ თანამდებობაზე დანიშვნას კონკურსი სჭირდება, მაგრამ ნინო ღოღობერიძე მოვალეობის შემსრულებლად ერთ წლამდე ვადით დაინიშნება და ამისთვის აუცილებელი არ არის კონკურსის გამოცხადება", - განაცხადა თედო კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია