დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინტერნეტის საბითუმო ბაზრის კონკურენციის კვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
ავტორი:
2014/აგვისტო/19 13:00:02
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, კვლევა-ანალიზის დაწყებას საფუძვლად შპს "კავკასუს ონლაინის" წერილობითი მოთხოვნა დაედო.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კომისია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და უწესებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს. ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინიაციის აკრძალვა, სატარიფო რეგულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება და დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა.
კომისიამ ინტერნეტის საბითუმო ბაზრის კვლევა ბოლოს 2013 წელს ჩაატარა და 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მხოლოდ შპს "კავკასუს ონლაინი" ცნო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს "კავკასუს ონლაინს" სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი 250 ლარი ერთ გბიტ/წამზე თვეში. აღნიშნული ტარიფი 2014 წლის 5 იანვარს შევიდა ძალაში.
შპს "კავკასუს ონლაინი" მიიჩნევს რომ, რადგან მას დაუდგინდა 250-ლარიანი ტარიფი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენმა ავტორიზებულმა პირმა შეინარჩუნა 5000 ლარიანი ტარიფი, მულტიმედია კონტენტის მწარმოებელმა კომპანიებმა სწრაფად მოძებნეს დამატებითი შემოსავლის მიღების გზა ტრაფიკის გენერირების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, კომპანიას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად მხოლოდ შპს "კავკასუს ონლაინის" ცნობა და კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება შპს "კავკასუს ონლაინს" აყენებს არათანაბარ, არამართლზომიერ და არაკონკურენტულ პირობებში", - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნით კომისიამ საჯარო ადმინისტარციული წარმოება დაიწყო.
"კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევის ჩასატარებლად ინტერნეტპროვაიდერებისგან სათანადო ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. საკითხის ზეპირი მოსმენის საჯარო სხდომა 2014 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება", - აცხადებენ კომპანიაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია