დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მოუწოდებს, კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრას
ავტორი:
2014/აგვისტო/16 13:00:01
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, შს ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრას.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, კახა თარგამაძემ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.
"მე მინდა მარგველაშვილს მოვუწოდო, არ ჩაიდინოს ის მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არ მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა კახა თარგამაძეს. ეს არის ის მოწოდება და საზოგადოების გამოძახილი, რომელიც 2001 წელს იყო დაფიქსირებული და არ დააბრუნოს საქართველო წარსულში. ჩვენ უკვე გავიგეთ ქალბატონი წულუკიანის დამოკიდებულება, კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ მათი სურვილია, სწორედ იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც საქართველო იყო ჩამოშლილი სახელმწიფო. ახლა ჯერი დადგა პრეზიდენტ მარგველაშვილზე, მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭება", - განაცხადა მინაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
კახა თარგამაძე ამჟამად რუსეთის მოქალაქეა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია