დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, საიდუმლოა
ავტორი:
2014/აგვისტო/14 22:30:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერესდება "მოეშვა თუ არა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც საქართველომ გაიგო, რომ თირკმლის და პროსტატის პრობლემები აქვს". როგორც მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურის მიერ გუშინ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, საიდუმლოა.
"ყველა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაადგილება, რას ჭამს, რას სვამს და რას მკურნალობს, არის საიდუმლო. გაიგო ხო საქართველოს საზოგადოებამ რომ თირკმლისთვის ვიღებ ტაბლეტებს და პროსტატის პრობლემები მაქვს. ამით მოეშვა მთავრობას? პრეზიდენტიც არის ადამიანი და ხანდახან პროსტატაც სტკივა, მერე? მოეშვა ამით ივანიშვილს, რომ ეს გამოაქვეყნა? რა მიიღო ამით?! 2008 წელს პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს პირადად გაანადგურებდა. იყო ეს თუ არა ასე? მედვედევმა თქვა თუ არა რომ პოლიტიკური ცხედარი ვარ? ამის შემდეგ, ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას ჩვეულებრივად გაასაიდუმლოებდა თუ სად მივდივარ, როგორ მივდივარ. ეს იყო რეკომენდაცია ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ, არასდროს მყოლია ზედმეტი დაცვა, რადგან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და გადავადგილდები ჩვეულებრივად. ამ ყველაფრის დოკუმენტირება მოხდა და გადაეცა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კოსმეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები სრული სიცრუეა.
"კოსმეტიკური ხარჯები არის სრული სიცრუეა. ეს მოკითხეთ ივანიშვილს. იგივე უთხრა "ბიბისის". "ბიბისის" ჟურნალისტმა სიცილით მითხრა ივანიშვილმა შენზე მითხრა ბოტოქსს იკეთებსო. მე ვუთხარი, რომ ჯერ ჩემთვის შემოეხედათ სახეზე და მერე ივანიშვილის სახისთვის და დაკვირვებოდა ვის უფრო მეტი კოსმეტიკური საშუალებები აქვს გაკეთებული. ავსტრიაში ვიყავით კონფერენციაზე და სამედიცინო გამოკვლევა ჩავიტარე. რა მერე? რომელი პრეზიდენტი არ აკეთებს ამას 2-3 წელიწადში ერთხელ? 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გააცნო ქვეყანა მთელ მსოფლიოს, მიიღო ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი, დაესწრო ყველა მნიშვნელოვან სამიტს, 7-8 პიჯაკი დაჯდა ეს და ივანიშვილი ამაზე აგებს ყველაფერს? მე ვაცხადებ, კი, რომ განსხვავებით ამ ხალხისგან მე კორუმპირებული არ ვარ. რომელი ჯობია, პრეზიდენტი, რომელიც თავისი თვითმფრინავით დაფრინავს თუ პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფო ინახავს და სხვას არ აპარინებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია