დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას დიალოგის გააქტიურებაზე მუშაობას სთავაზობენ
ავტორი:
2014/აგვისტო/14 18:00:02
ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დიალოგის გააქტიურების, დაპირისპირების განუახლებლობის გარანტიებისა და ურთიერთნდობის მექანიზმების შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობის დაწყებას სთავაზობენ.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 14 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსისტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთშო ომის დაწყების 22 წელს მიეძღვნა.
შენგელიას ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულიაფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის, თბილისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე წაიკითხეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ნათარგმნი და თბილისში გამოცემული აფხაზური პოეზიის ნიმუშთა კრებული "რა დამავიწყებს", რომელიც აფხაზეთში ომის თემას ეხება.
"შეხვედრის მონაწილეებს ომის თემასა და მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას ჩამოუყალიბდათ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შესახებ საერთო ხედვა. მათ საჭიროდ ჩათვალეს, მიიღონ განცხადება, რომელიც ხელისუფლებას ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურებისკენ, დაპირისპირების განუახლებლობის გარანტიებისა და ურთიერთნდობის შესაძლო მექანიზმების შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობის დაწყებას სთავაზობენ",- განუცხადა "ინტრეპრესნიუსს" ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ შემგელიამ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია