დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს
ავტორი:
2014/აგვისტო/14 12:00:02
ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან ,პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქვევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".
მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.
"კაზანტიპის" ღონისძიება ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია