დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - ახლა ხალხს აუხსნან, რატომ გასწიეს საკუთარი ინტერესებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები
ავტორი:
2014/აგვისტო/14 09:00:02
სირცხვილია, თუკი დადგინდება, რომ სახელმწიფოს სახსრები, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული პირადი ინტერესებისთვის და მეგობრებისთვის იფლანგებოდა, - ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს.
"ზოგადად, წარმომადგენლობითი ხარჯი ის ხარჯია, რომელსაც თანამდებობის პირი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სწევს. ალბათ, წარმომადგენლობით ხარჯად ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს თანხების მოხმარება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ პროკურატურას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეს კითხვები ბრალის წაყენებაში გამოხატა. მეუხერხულება კიდეც დავწვრილმანდე და ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს და ხარჯების მიზნებს, რაც გაწეულია ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ, ფარული გრიფის ქვეშ. ვიტყოდი, რომ არის სირცხვილი, თუკი დადგინდა, რომ ეს ასეა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, გრიფი მოხსნილია კანონით დადგენილი წესით და ახლა უკვე ყველამ სასამართლოს წინაშე უნდა იმართლოს თავი და ხალხს აუხსნან, რატომ გასწიეს საკუთარი ინტერესებისა და მეგობრებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხები", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია