დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებლებს გადახდის ახალ სისტემას სთავაზობს
ავტორი:
2014/აგვისტო/13 19:00:02
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს გაუმჯობესებულ და მოქნილ საგადახდო სისტემას eMoney-ის ელექტრონულ საფულეს სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მისი საშუალებით მათ ვებ-გვერდზე განთავსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარისწორება მარტივდება.
"აღნიშნული სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ eMoney-ის ბალანსი თვითმომსახურების ტერმინალებიდან eauction.ge-ის ლოგოზე ხელის დაჭერით, "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრებიდან, საბანკო გადარიცხვით და ა.შ. www.eauction.ge-ის ელექტრონული საფულის გამოყენებით, შესაძლებელია საგარანტიო, დარჩენილი, მთლიანი და მომსახურების თანხების მომენტალური გადახდა. მომხმარებელს აუქციონზე დამარცხების შემთხვევაში, თანხა ელექტრონულ საფულეში უკან უბრუნდება. ამასთანვე, ყველა რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა აქვს www.eauction.ge-ზე პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის გამოყენებით ავტორიზაცია გაიაროს www.emoney.ge-ზე. ანალოგიურად, eMoney-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეცონნეცტ-ის მეშვეობით გაიარონ ავტორიზაცია ჩვენს ვებ-გვერდზე", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მომსხაურების საააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა-გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებულ ყველანაირ დისკომფორტს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია