დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან მიქელაძის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ესტონეთის დიპლომატიურ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი:
2014/აგვისტო/13 18:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ესტონეთის დიპლომატიურ სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11-13 აგვისტოს, ევროკავშირის პროექტის Capacity Building in International Relations, Georgia ფარგლებში, ტალინში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ოფისში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მაია ყიფშიძემ და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ხელმძღვანელმა, ეკკე ნიმმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის გაფორმების შემდეგ ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი დაესწრო.
ესტონეთის დიპლომატიური სკოლა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მის სასწავლო ცენტრთან.
ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მხარდაჭერით, ესტონეთთან ერთად ვიზიტი ფინეთსა და შვედეთშიც დაიგეგმა, სადაც ცენტრის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში წამყვანი დიპლომატიური სასწავლო ცენტრების მუშაობის შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია