დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინა ხატისკაცი და ბიძინა გიორგობიანი სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ავტორი:
2014/აგვისტო/12 17:00:02
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კომპანიებმა მერიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა სახეობის ნერგების მიწოდება შეუძლიათ და რა რესურსი გააჩნიათ, იმისათვის რომ ქალაქში მასშტაბური გამწვანების პროექტის განხორციელება დაიწყოს.
გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამჟამად ქალაქის მასშტაბით გასამწვანებელი ტერიტრორიებისა და ნარგავების შერჩევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი.
გამწვანების პროექტის განხორციელებაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია