დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ავტორი:
2014/აგვისტო/12 16:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
"გულითადად გილოცავთ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ამ წარმატებას ვულოცავ ასევე ყველა ქართველ მოჭადრაკეს, დიდი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის ევროპელ გულშემატკივრებს. ამ არჩევანით ევროპელ მოჭადრაკეთა გაერთიანებამ ღირსეული ხელმძღვანელი შეიძინა. ესოდენ მაღალი პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა თქვენ დიდი შრომითა და საქმის სიყვარულით დაიმსახურეთ. მჯერა, რომ თქვენი ძალისხმევა ნაყოფიერი იქნება საქართველოსა და ევროპაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჭადრაკის შემდგომი პოპულარაზიციისათვის. კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთლობასა და ბედნიერებას გისურვებთ", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია