დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იუვალ ფუქსი - ისრაელი არ გამართავს მოლაპარაკებებს ცეცხლის ქვეშ
ავტორი:
2014/აგვისტო/12 14:30:02
საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით, ისრაელი არ გამართავს მოლაპარაკებებს ცეცხლის ქვეშ.
ამის შესახებ ფუქსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ამ წუთისთვის ძალიან მერყევია. გუშინ იქნა მიღწეული კიდევ ერთი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა გაგრძელდეს 72 საათს, თუმცა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება შესრულებული, ვინაიდან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, "ჰამასის" მხრიდან დარღვეულ იქნა პირობები. ამ ცეცხლის შეწყვეტის ერთადერთი მიზანი არის სტაბილური მშვიდობის მიღწევა როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მოსახლეობისთვის. არ ვიცი, რამდენად იქნება მიღწეული წარმატება, იმიტომ რომ ცეცლის შეწყვეტის პირველი შემოთავაზება, რომელიც ეგვიპტემ წამოაყენა, უარყოფილ იქნა "ჰამასის" მხრიდან. გუშინაც კი, სანამ 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება შევიდოდა ძალაში, "ჰამასის" მხრიდან გაგრძელდა დაბობმბვები. შემიძლია გითხრათ ორი რამ: ისრაელი არ გამართავს მოლაპარაკებებს ცეცხლის ქვეშ. მანამ, სანამ "ჰამასი" და ღაზას სექტორში მოქმედი სხვა ტერორისტული დაჯგუფებები ისრაელის მოქალაქეებს უშენენ ცეცხლს, ისრაელი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და მეორე, ისრაელს აქვს საკუთარი მოსაზრება ხანგრძლივი მშვიდობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა ახლა და დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება რეგიონში", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.
მისივე თქმით, ისრაელი მთლიანად გამოვიდა ღაზას სექტორიდან 2005 წელს, თუმცა შედეგად, ღაზას მთლიანად აკონტროლებს "ჰამასი" და ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა "ისლამური ჯიჰადი", რომელთა მიზანია ისრაელის მოქალაქეების დახოცვა და უკვე 10 წელია, გრძელდება ჭურვების სროლა ისრაელის მხარეს.
"მაჩვენეთ ერთი მთავრობა მაინც მთელ მსოფლიოში, რომელიც არ უპასუხებდა ასეთ ზეწოლას, ასეთ ტერორიზმს და რომელიც არ იზრუნებდა საკუთარი მოქალაქეეის დაცვისთვის. თუ თქვენ ასეთ მთავრობას მანახებთ, მაშინ მე გეტყვით, რომ ეს მთავრობა უბრალოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას", - დასძინა იუვალ ფუქსმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია