დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილი დემაგოგიაა
ავტორი:
2014/აგვისტო/11 18:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილი ტყუილი და დემაგოგიაა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა განუცხადა, ის, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, "არავინ არ ჭამს".
"დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე ნათელი ტესტი ჩემთვის რაფალიანცის საქმეა. მომხდარს სიხარულით შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი: "აი, "ნაციონალების" ნამდვილი სახეო" და თითი თითზე არ დაუკარებია, რომ ეს აღმაშფოთებელი, უზნეობის მწვერვალი, რაც "ქართული ოცნების" სახელს უკავშირდება, რამენაირად გაენეიტრალებინა, თუნდაც ბოდიშით. დემაგოგიაა საუბარი იმაზე, რომ პროცესი გამჭირვალე იქნება და ჩამოდით. ჟურნალისტების სასამართლო დარბაზში შეშვება, სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის მთავარი არ არის. ის, რომ პროკურორი იუსტიციის მინისტრს ფორმალურად, კანონის დონეზე აღარ ემორჩილება, ეს არ არის მთავარი, რაც მშვენივრად ესმით გამოცდილ, ევროპელ პოლიტიკოსებს. ეს არის დემაგოგია საბჭოურ სტილში. ამბობენ, რომ ძალიან კარგი კონსტიტუცია ჰქონდა სტალინს. მე ის არ მომწონს, რადგან მრავალპარტიულობა აკრძალული იყო, მაგრამ ადამიანის უფლებებზე ბევრი კარგი რამ ეწერა და მერე რა... ვინ "ჭამს" ამას. შექმნილია აბსოლუტურად კლანური სისტემა – თამაზაშვილი – ღარიბაშვილი – ივანიშვილის მმართველობის სისტემა და რა ლამაზ სიტყვებს იტყვის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეუბნებიან, რომ პოლიტიკური ოპონენტი ასეთ დონეზე არ უნდა დევნო. ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში, რომელიც სულ 20 წლის არის, ერთი პრეზიდენტი მეორეს რომ დევნის, დამანგრეველია – ეს არ ესმის და ვერც გაიგებს, რადგან მაქსიმუმ, პარიზში ერთი-ორი კურსი გაიარა და როგორც ჩანს, იმ კურსებზეც ეძინა და მთელი მისი გამოცდილება არის მხოლოდ ივანიშვილის სამსახური", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხ ამერიკელ სენატორს საპასუხო წერილით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი მათ რჩევების გამო მადლობას უხდის. პრემიერი წერილში განმარტავს, რომ ესმის სენატორების მღელვარების იმის თაობაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც პოლიტიკური დევნა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობა არის მთავარი და ხელისუფლებამ დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად არაერთი ნაბიჯი გადადგა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია