დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე კახა კოჟორიძის შეფასებას არასწორს უწოდებს
ავტორი:
2014/აგვისტო/10 19:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არასწორ შეფასებებს აკეთებს.
კერძოდ, ძაგნიძე ეხმაურება კახა კოჟორიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "პროკურატურას პრეზიდენტთან მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესის დაზიანება არ მოუხდენია". დიმიტრი ძაგნიძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: "მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება1. სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება ან გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, თუ არ არის ამ კოდექსის 313-ე ან 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე". სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაცია გარეშე პირისთვის ცნობილი ხდება. ანუ, ბატონი კოჟორიძის სიტყვებით რომ ვთქვათ "სახელმწიფო ინტერესის დაზიანება" აუცილებელი არ არის. დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მხოლოდ ქმედებას (გახმაურება), შედეგს (სახელმწიფო საიდუმლოება ცნობილი გახდა გარეშე პირისთვის) და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და შედეგს შორის. "საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგის" დადგომა მნიშვნელოვანია მხოლოდ 320-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, რომელიც ამგვარ შედეგს მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს და უფრო მკაცრ სასჯელს ადგენს", - აცხადებს დიმიტრი ძაგნიძე.
მისივე თქმით, "მიადგა თუ არა მძიმე შედეგი საქართველოს ინტერესებს ეს ის საკითხია, რომელზეც სასამართლომ შეიძლება გასცეს საბოლოო პასუხი, თუმცა, გამოძიების, პროკურატურის და სასამართლოს ნაცვლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გასცა ყველა კითხვას პასუხი".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია