დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - სენატორებმა მომწერეს პირადი წერილი და მისი გასაჯაროება არაეთიკური იქნებოდა
ავტორი:
2014/აგვისტო/08 11:30:02
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი სენატორების წერილი არ გაასაჯაროა .
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო პირადი წერილი, რომელიც გამოქვეყნებაც საჭიროდ არ ჩათვალა.
"არ მესმის, რატომ ატეხეთ ამდენი აჟიოტაჟი, თითქოს საიდუმლოს ვმალავდე. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მე არასდროს არაფერი დამიმალავს და არც დავმალავ, ესაა ჩვენი მუშაობის სტილი. სენატორებმა მომწერეს პირადი წერილი და პირად წერილებს მე ძალინ ბევრს ვიღებ. ეს არაეთიკური იქნებოდა, რომ ჩემი მხრიდან მისი გასაჯაროება მომხდარიყო, რადგან შესაძლოა, თავად სენატორებს არ ჩაეთვალათ ეს საჭიროდ. თუ ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ, თავად გასააჯაროებდნენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმრატებით, წერილში უცნაური არაფერი არ არის და მასში საუბარია დაახლოებით იმაზე, რაზეც სენატორების მიერ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.
"რას ხედავთ ამ წერილში უცნაურს, არ მესმით. ეს დაახლოებით ისეთია რაც საჯაროდ გაავრცელეს რამდენიმე დღის წინ. მე ვათ ვუპასუხე – ჩვენ გავაგზავნეთ წერილი და მასში არაფერს განსაკუთრებულს არ ვხედავ. ეს არის უფროსი მეგობრების გარკვეული რჩევა ჩვენი სახელმწიფოსადმი. თუმცა, მე მათ ავუხსენი, რომ წერილში მოყვანილი ინფორმაცია და ის ფაქტები, რომელიც დიდი ვარაუდოთ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ მიწებებული, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე რა ხდებნოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში. ეს სიმართლე არ დაიმალება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
7 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა.
სენატორები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია