დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - წლევანდელ ამბასადორიალზე ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობა გამოიკვეთა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 23:00:02
წლევანდელ ამბასადორიალზე გამოიკვეთა ერთი მხარე, რომელიც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და ეს არის ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტმა მაია ფანჯიკიძემ ამბასადორიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ოთხი დღის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან გაემართათ შეხვედრა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამბასადორიალის ფარგლებში ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხნენ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. "წელს იყო ბევრად უფრო დახვეწილი ამბასადორიალი. ელჩებმა ბევრი კარგი დავალება მიიღეს სხვადასხვა უწყებებისგან. ახლა დგება ამბასადორიალის შედეგების გადამუშავების დრო. სექტემბრიდან საქართველოს ელჩები მიიღებენ დავალებებს და რეკომენდაციებს, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა. ერთი რამ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, გარდა იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა, რომელზეც სულ არის საუბარი, გამოიკვეთა ერთი მხარე, რომელიც აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ და რომელიც იქნება მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმა. ეს არის ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერება. ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხით, მაგრამ წინ ბევრია სამუშაო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დიპლომატიური კორპუსისთვის.
დღევანდელ პრესკონფეროენციაზე მაია ფანჯიკიძემ მედიას ასევე ამბასადორიალის კარგი გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია